The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ზაზიკაშვილი

პაატა ზაზიკაშვილი
სხვა სახელი:ბაშკირა
დაბადების თარიღი:1962
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1992  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

სწავლობდა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში. მუშაობდა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკაში, შემდეგ კი შუშის ქარხანაში ელექტრიკოსად. "მხედრიონის" დაარსების დღიდან ჩაირიცხა მის რიგებში. იბრძოდა სამაჩაბლოში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დაწყებისთანავე იბრძოდა გაგრაში, შემდეგ ოჩამჩირეში. დაიღუპა 1992 წლის 5 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. აფეთქდა ნაღმზე საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. აქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.192

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: