The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ჩობანიანი

სერგო ჩობანიანი
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს. 

1968 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი-თანამშრომელად, მთავარ მეცნიერი-თანამშრომელად; 1996-2020წწ. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ, ალბათობა და სტატისტიკა თანამდებობა: მიწვეული პროფესორი; 2010-2014წწ. ISET (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, თსუ), სტრუქტურული ერთეულის, ალბათობა და სტატისტიკის მიწვეული პროფესორი. მას ეკუთვნის 60 პუბლიკაცია, რომლებიც ეხება გაუსის ზომის თეორიას, ვექტორული სტაციონარული პროცესების თეორიას და ვექტორული შესაკრებების გადანაცვლებებთან დაკავშირებულ უტოლობებს. არის თანაავტორი მონოგრაფიის "ალბათური განაწილებები ბანახის სივრცეებში". მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკელ კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნა 15 სტატია. იყო პროექტების SRNSF, FR/539/5-100/13 და GNSF/ST08/3-384 ხელმძღვანელი და ინიციატორი. არის უკრაინული ჟურნალის "სტოქასტური პროცესების თეორია" სარედაქციო საბჭოს წევრი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: