| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამული ზაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს; საქართველოს მეცნიერაბათა აკადემიის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს. 1972-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრი, მიახლოებითი ანალიზის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1983 წლიდან მუშაობს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის გამოთვლითი მეთოდების განყოფილებაში: 1983-1986წწ. უმცროსი მეცნიერი-თანამშრომელი; 1986-1989წწ. მეცნიერი-თანამშრომელი; 1989-2014წწ. უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი; 2014 წლიდან მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი (განყოფილების ხელმძრვანელი). გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. პუბლიკაციებში ძირითადად განხილულია მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების მიახლოებით ამოხსნის ალბათური, კონფორმულ ასახვათა და ფუნდამენტურ ამოხსნებზე დაფუძნებული მეთოდები. არის სტუ-ს ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის გამოთვლითი მეთოდების განყოფილების გამგე და სამეცნიერო საბჭოს წევრი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე რამდენიმე საგრანტო პროექტში. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

