| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მამაცაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ჟურნალისტთა ფედერაციასთან არსებული ჟურნალისტიკის ინსტიტუტი; თოიძის სახელობის სამხატვრო აკადემიასთან არსებული სამხატვრო კოლეჯის ოთხწლედი; თეატრალურ ინსტიტუტთან არსებული შ. დადიანის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი. 1991 წლიდან ქართულ პრესაშია. უშუალო შეხება ჰქონდა რედაქციებთან: "დრონი", "ლელო", "ნერგი", "ახალგაზრდა ივერიელი", "საქართველოს სამრეკლო", "იბერია–სპექტრი", "თბილისი", "ახალი თაობა", "ასავალ–დასავალი", "ქართული ფეხბურთი", "სახალხო განათლება" და სხვ.; 1995 წლის 17 მარტიდან არის სტუდენტურ–ახალგაზრდული გაზეთის "კოქტეილ Review"-ის რედაქტორი; 1995 წლის 17 მაისიდან თსუ სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთის "სტუდენტური პაემანის" მთავარი რედაქტორი; 1995–1997წწ. იყო თსუ სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის პრესცენტრის ხელმძღვანელი; 1995–1997წწ. მეგობრებთან ერთად იყო საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი; არის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალის "სტუდენტური ფესტივალის" დამფუძნებელი; 2002-2004წწ. იყო თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის თანათავმჯდომარე; 2002 წლიდან არის ჟურნალ "ახალგაზრდულის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; სახალხო მოძრაობის "აბრეშუმის გზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, სამახსოვრო და ქების სიგელი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.143-144 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

