The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ თინიკაშვილი

მერაბ თინიკაშვილი
Date of birth:4 January, 1961
Date of death:23 August, 1992  (at 31 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღვარები, გორის რაიონი.

სწავლობდა სოფელ ხიდისთავის პროფტექნიკურ სასწავლებელში, სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ შეისწავლა ელმავლის მემანქანის პროფესია. 1988 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის დეპოში ჯერ მემანქანის თანაშემწედ, მერე  მემანქანედ. 1988 წელს ჩაება ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის გორის მე-11 გვარდიაში ოფიცრის წოდებით, 1992 წლის ივნისამდე იბრძოდა ცხინვალში, ხოლო ივნისიდან 10 აგვისტომდე წესრიგს იცავდა გორის შემოსასვლელში. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 23 აგვისტოს ბზიფის ხიდის დაცვისას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.200


Share: