The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიკა ბოკერია

ლიკა ბოკერია
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1991  (35 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2012 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2018 წელს; 2019 წელს გაიარა მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა; 2020-2021წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2012 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის სტაჟიორი; 2012-2014წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს წამყვანი სპეციალისტი; 2014-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტი მედიაციის საკითხებში; 2015-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2018-2020წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის მწერალი თანაშემწე; 2022 წლის მარტიდან - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: