The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე კობახიძე

ეკატერინე კობახიძე
Date of birth:21 May, 1966  (60 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელს; ასპირანტურა 1994 წელს; ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1994), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2007), თსუ დოცენტი (1994), ასოცირებული პროფესორი (2009); სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის (1995-1998), ვატიკანის (1991-1993), იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (1999-2000) სტიპენდიანტი.

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია, 2018), პერუჯის უნივერსიტეტის (იტალია, 2019), ტუშას უნივერსიტეტის (იტალია, 2019), ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია, 2025) მოწვეული პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის "ლოგოსი-წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში",  რედაქტორი (2016-); საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენისა და კონსტიტუციის საფუძვლების დაჩქარებული მეთოდით ინტეგრირებული სწავლების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპრეზიდენტო პროგრამის "ვისწავლოთ ქართული" ავტორი, მთავარი კოორდინატორი (2015-2017); ხელმძღვანელი (2017-2018); სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტი (2023); ქართულ, ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენაზე საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, ენციკლოპედიის, ლექსიკონის, თარგმანის, 6 მონოგრაფიის (მათ შორის 2 ორენოვანი - ქართულ-ინგლისური) ავტორი; არის "ანტიკურობა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში" პროექტის ერთერთი კოორდინატორი; სამეცნიერო ინტერესები: ეტრუსკოლოგია, ანტიკური ლიტერატურა, ანტიკურობის რეცეფცია, ბერძნულ-ლათინური ეპიგრაფიკა, ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია.

Bibliography


Share: