The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ნოდია

მანანა ნოდია
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1957  (69 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1981 წელს.

1975 წელს (პირველი კურსიდან) მუშაობა დაიწყო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში: იყო რეჟისორის ასისტენტი, უმცროსი რედაქტორი, რედაქტორი, კორესპონდენტი; თანამშრომლობდა საქართველოს რადიოსა და პერიოდულ პრესაში, როგორებიცაა: "თბილისი", "ახალგაზრდა კომუნისტი", "კომუნისტი". ავტორია ტელეგადაცემების: "ცოცხალი მუზეუმი" (ბოტანიკური ბაღი), "ეტყვი რომ მოველ ბრძოლანახული" (ქართველი ექიმები დიდ სამამულო ომში), "სუნთქვა გარდასულ დღეთა" (დადიანების სასახლე ზუგდიდში), "ჩუმი ძახილი" (დემოგრაფია), "ლურჯი აფთიაქი", (მედიცინაზე ხალხური ციკლი); ავტორი და წამყვანი ყოველკვირეული სამედიცინო პროგრამისა "ჯანმრთელობა". 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.145

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1982-)

გააზიარე: