| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათია ონიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 2000 წელს. სტუდენტობის წლებიდანვე თანამშრომლობდა რესპუბლიკურ პრესაში, გაზეთებში: "ქართული ფეხბურთი", "ფეხბურთი", "იმედი", "7 დღე", "დილის გაზეთი". უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე "დილის გაზეთის" თანამშრომელი გახდა. მისი პუბლიკაციები გამოირჩეოდა აზროვნების სიღრმით, ფრაზის დახვეწილობით, შთამბეჭდაობით. სწავლობდა და მუშაობდა გერმანიაში. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.145
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

