| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო პატარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში 1978 წელს. 1964-1966წწ. მუშაობდა შტატგარეშე კორესპონდენტად გაზეთ "ნორჩი ლენინელის" რედაქციაში; კორესპონდენტად ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, (საბჭოთა მშენებლობის რედაქციაში); 1973 წლიდან გაზ. "მოლოდიოჟ გრუზიის" რედაქციაში, 1974 წლიდან აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილებაში; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში, პავლე გილაშვილის პირად მდივნად; 1982 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.146
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

