The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჩუბინიძე

თეიმურაზ ჩუბინიძე
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკამათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1963 წელს; საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1967 წელს.

1963-1964წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1967-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1983წწ. მოსკოვის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის განყოფილება, სექტორის გამგე; 1983-1985წწ. საქ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის გამოთვლითი ცენტრი, განყოფილების ხელმძღვანელი; 1985-1986წწ. საქ. მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი მათემათიკური მოდელირების სექტორი, განყოფილების ხელმძღვანელი; 1986-1987წწ. საქ. კავშირგაბმულობის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრი, განყოფილების ხელმძღვანელი; 1987 წლიდან მუშაობს საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში (ტექინფორმი): 1987-2004წწ. დირექტორის მოადგილე; 2004-2006წწ. დირექტორი; 2006 წლიდან საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ტექინფორმი), ანალიზისა და საინფორმაციო რესურსების განყოფილება,  განყოფილების ხელმძღვანელი. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი (1984).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ "ტექინფორმის" ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: