| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ სურგულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1963 წელს. მუშაობდა რადიომაუწყებლობის ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციაში; 1964 წლიდან საქართველოს პროფსაბჭოს კულტურის განყოფილების ინსტრუქტორად; 1968 წელს დაინიშნა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციის უფროსი რედაქტორის თანამდებობაზე; 1972 წელს საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორად; 1973 წელს თსუ პარტიული კომიტეტის მდივნის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს; 1979 წელს დაუბრუნდა სპეციალობას, როგორც პრესის სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორიის უფ. მეცნიერ თანამშრომელი; რამდენიმე ხნის შემდეგ დაინიშნა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, სადაც ცხრა წლის განმავლობაში იმუშავა; 2001 წლიდან მუშაობდა თსუ–ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე საზოგადოებრივ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელად; პარალელურად მუშაობდა ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო და ინტერნეტული ჟურნალისტიკის კათედრის გამგედ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადებული და გამოცემულია არაერთი გაზეთი და ჟურნალი, სამეცნიერო თუ მეთოდური ხასიათის ნაშრომები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ურნალისტიკის მმართველობითი ბუნება და მისი გამოვლენის თავისებურებანი", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.154
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

