The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე
Date of birth:12 June, 1960  (65 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს.

1984-1985წწ. მუშაობდა ქალაქ ქუთაისის N1 საავადმყოფოში შინაგანი დაავადებების ექიმად; 1985-I987წწ. სოფელ ხვანჭკარის (ამბროლაურის რაიონი) ამბულატორიაში ექიმ-გამგედ. 1988-1993წწ. იყო ქალაქ რუსთავის სასწრაფო დახმარების "03"-ის ექიმი; 1991-1997წწ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგი. 1992-1994წწ.  მსახურობდა სასწრაფო გადაუდებელი სამსახური "არდი"-ს ექიმად. 1992 წლიდან იყო შპს "ოჯახის ექიმი" კარდიოლოგი (რადიოლოგი); 2002-2007წწ. რუსთავის სამკურნალო–სარეაბილიტაციო კომპლექსის კარდიოლოგიური განყოფილების გამგე; 2004-2006წწ. ქვემო ქართლის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი; 2007 წლიდან არის "ავერსის" კლინიკის კარდიოლოგი (რადიოლოგი). მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი: დროებითი ელექტრო კარდიოსტიმულაცია – კაუნასი (1989), კარდიოლოგია; კლინიკურირი ორდინატურა – კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (თბილისი) 1990 წელი; გადაუდებელი მედიცინა – (თბილისი) 1992 წელი; ექოკარდიოსკოპია და ულტრასონოგრაფია - თერაპიის ინსტიტუტი (თბილისი) 1993 წელი; ექოკარდიოსკოპია - ემორის უნივერსიტეტის კლინიკა ატლანტა (აშშ) 2002 წელი; ჯანდაცვის მენეჯმენტი და კარდიოლოგია – ჰააგა (ნიდერლანდები) 2004 წელი; რადიოლოგია – ზალცბურგის სემინარი (ავსტრია) 2004 ნელი; რადიოლოგია – ინტერფიში ზალცბურგის სამხარეო კლინიკა (ავსტრია) 2005 წელი. ის მონაწილეობდა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესში – მიუნხენი (გერმანია) 2008 ნელი; კარდიოლოგია და ხარისხის კონტროლი – ჰააგა (ნიდერლანდები) 2009 წელი. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი – ბარსელონა (ესპანეთი) 2009 ნელი; ექიმთა საერთაშორისო ტრენინგების პროგრამა – კლივლენდი, ოჰაიო (აშშ) 2009 ნელი.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.225

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი (2007-)

Share: