The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულნაზი კაიშაური

გულნაზი კაიშაური
Date of birth:15 December, 1951  (73 years)
Category:Engineer, Scientist, Technologist

Biography

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1974 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ასპირანტურა 1995 წელს.

1974-1976წწ. სსრკ სახ. სტანდარტის საქართველოს რესპუბლიკური სამმართველო, კვების მრეწველობის სტანდარტებზე (პროდუქციის ხარისხზე) სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილება, ტექნიკი, შემდეგ-ინჟინერი; 1979-1986წწ. ცეკავშირის სპეციალური საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიურო, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და პროდუქციის ხარისხის მართვის კომპლექსური სისტემის განყოფილება, უფროსი ინჟინერი; 1986-1989წწ. ხილბოსტნეულის შენახვის სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი (შემდეგ - აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი), სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და ხარისხის მართვის განყოფილება, წამყვანი ინჟინერი; 1989-1993წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხილბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი (შემდეგ - აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), კომპლექსური კვლევის საკონსტრუქტორო განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. საქართველოს აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ტექნიკური მიკრობიოლოგიისა და სტანდარტიზაციის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2006წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ს/მ პროდუქტთა შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრა, შემდეგ - მეღვინეობის კათედრა, დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი ; 2006-2011წწ. სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი, ტექნიკური მიკრობიოლოგიისა და სტანდარტიზაციის ლაბორატორია; შემდეგ - ბიოუსაფრთხოების, ბიოინფორმატიკისა და სტანდარტიზაციის განყოფილება; შემდეგ ბიოუსაფრთხოების, სტანდარტიზაციისა და ცხოველთა რეპროდუქციის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის ცენტრი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორო. ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006).

წყარო:  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის ცენტრის ვებგვერდი: my.gtu.ge


Share: