The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივერი მაისურაძე

ივერი მაისურაძე
Date of birth:20 June, 1981  (43 years)
Category:Medical Doctor, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 2003 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის ასპირანტურა 2006 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2011 წელს; გადამზადების კურსები გაიარა ლიტვაში, გერმანიაში და ეგვიპტეში. აღებული აქვს მრავალი სერთიპიკატი – მართვის, დაგეგმარების, ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წალკის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის მოადგილედ სამკურნალო და ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დარგში; 2010-2012წწ. იყო გარდაბნის რაიონული საავადმყოფოს გენერალური დირექტორი; 2012 წელს გარდაბნის სამედიცინო ცენტრ "გეო-ჰოსპიტალსის" მენეჯერი; იყო თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი; 2012-2013წწ. მუშაობდა თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორად; 2013 წელს იყო შპს "საგზაო პოლიკლინიკა - საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე; ქალთა კონსულტაცია "მომავალი"-ს დირექტორის პირველი მოადგილე; 2013- 2014წწ. მარნეულის სამშობიარო სახლის დირექტორი; 2014 წელს შპს "ლაგუსი"-ს გენერალური დირექტორი; 2015 წლიდან შპს "წშინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; 2015–2016წწ. კლინიკა "ინტერმედი"-ს დირექტორი. არის საქართველოს შრომის უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი. ფარმაცევტი.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.227-228


Share: