The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკა ბარბაქაძე

ეკა ბარბაქაძე
Date of birth:14 April, 1979  (47 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2001 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2009 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი; 2010-2019წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - აღკვეთის ღონისძიების შესახებ ბრძანების დასაბუთება; საქმის ნაკადის მართვა სასამართლოში; სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი; სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროგრამა; სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი და გადაწყვეტილების წერის კულტურა და დასაბუთება; სასამართლო განაჩენთა დასაბუთება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ და სამართლებრივი მართლწერა; სისხლის სამართლის პროცესი და სიახლეები; სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხები; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება; ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები (სისხლის სამართლებრივი ასპექტები); 2022 წელს გაიარა ტრენინგი - სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები; 2023 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2001-2006წწ. - თბილისის კერძო საშუალო სკოლა "დედის იმედში" სამართლის პედაგოგი; 2006-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2008-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2018-2022წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე; 2022-2023წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


Share: