| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია კუხალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობა-მებოსტნეობის ფაკულტეტი სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1982 წელს; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს. 1975-1976წწ. თბილისის სახ. უნივერსიტეტი, საბუღალტრო აღრიცხვის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1980-1984წწ. თბილისის მებაღე-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ხილის და ყურძნის შენახვის განყოფილება, უფროსი ლაბორანტი; 1984-1990წწ. ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მიკრობიოლოგიისა და ფიტოპათოლოგიის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1992-2005წწ. აგრარული ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, მცენარეთა რეპროდუქციის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 2007-2010წწ. სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი, ქსოვილოვანი კულტურების განყოფილება, განყოფილების უფროსი; 2010-2012წწ. სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი, ქსოვილოვანი კულტურების განყოფილება, დირექტორის მოადგილე; 2012 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის ცენტრი, დირექტორი; 2012 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეკოლოგიის საფუძვლები და აგრობიოტექნოლოგია, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადმიური დოქტორი (2012), პროფესორი (2021). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის ცენტრის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

