The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა დოლიძე

შალვა დოლიძე
Date of birth:5 June, 1941  (85 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას პირველად ეზიარა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში ქორეოგრაფ რუბენ ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1960 წელს მიიღეს საქართველოს სიმღრისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად (ქორეოგრაფი რესპუბლიკის სახალხო არტისტი ჯანო ბაგრატიონი). 1965 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის წევრია. ანსამბლში მუშაობის მრავალი წლის მანძილზე ბევრ ცეკვაში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია: "ალვანური", "ყაზბეგური", "ხევსურული", "მხედრული" და სხვა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ანსამბლის საგასტროლო საქმიანობაში. იყო ანსამბლის სადადგმო ნაწილის გამგე.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.200

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: