The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა მაისურაძე

პაატა მაისურაძე
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:იურისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1992 წელს; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემია 1996 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს.

1994-2003წწ. მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (ონის რაიონის დასავლეთის I განყოფილება) ოპერატიული თანამშრომლიდან განყოფილების უფროსამდე. 2003 წლიდან იყო სასაზღვრო პოლიციის N8 განყოფილების (ონი–ჯავა) სამმართველოს უფროსი. მინიჭებული აქვს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკის წოდება. მიღებული აქვს ჯილდოები - II და III ხარისხის მედლები განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023.- გვ.265


გააზიარე: