The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი აბაშმაძე

დაბადების თარიღი:7 მარტი, 1981  (45 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2005 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი; 2007 წელს გაიარა ტრენინგი - ადვოკატთა, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს თანაშემწეებისთვის, სახალხო დამცველის თანამშრომლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა რეგიონალური სტანდარტები; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში; 2009-2021წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - ადამიანის უფლებები; საქმეთა ნაკადის მართვა და საინფორმაციო ტექნოლოგიები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა; სასამართლო მედიაცია; იურიდიული ფაქტების დადგენა; სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალური საკითხები; კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; საპროცესო დოკუმენტების შედგენა; სახელშეკრულებო სამართალი: ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, ხელშეკრულების მოშლა, შეწყვეტა, გასვლა, ბათილობა და მათი სამართლებრივი შედეგები; სასამართლოს მოხელეთა ეთიკის წესები; სტრესის მართვა; 2016 წელს გაიარა ტრენინგი - მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით; 2016 წელს გაიარა ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი გამოყენება; 2016-2017წწ. გაიარა CoE ტრენინგები - დისკრიმინაციის აკრძალვა - შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები; სამართლიანი სასამართლოს უფლება; მართლმსაჯულება და საინფორმაციო ტექნოლოგიები; 2018 წელს გაიარა ტრენინგები - რელაცია და სუბსუმციის ტექნიკები; საერთაშორისო სიტუაციებში მყოფ ბავშვთა დაცვა; 2021 წელს გაიარა ტრენინგები - ბავშვის უფლებათა კოდექსი; ირიბი მტკიცებულებებისა და სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებების დასაშვებობა ოჯახური ძალადობის საქმეებზე; მედიაცია; 2023 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2005-2007წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2007-2023წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: