The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა მარიდაშვილი

ლელა მარიდაშვილი
Date of birth:17 March, 1967  (59 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1991 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში; 2010-2017წწ. გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგები - სასამართლო პროცესზე ადვოკატის უნარები; განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა პროფესიული ეთიკა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; სამეწარმეო სამართალი; ადვოკატღა პროფესიული ეთიკა; ვადები და ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართლის პროესში; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი; სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1994-2005წწ. - ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ადვოკატურაში ადვოკატი; 2006-2017წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი; 2017-2023წწ. - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პირველი მოადგილე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: