The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ჩუბინიძე

Date of birth:26 June, 1991  (34 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2012 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრატურა 2014 წელს; გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შემდეგი ტრენინგები - მოსამართლის თანაშემწის კურსი; ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები; საპროცესო დოკუმენტების შედგენა; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (პრეცედენტები); აკადემიური მართლწერა; ბავშვის უფლებათა კოდექსი; სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები; ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის 1980 წლის კონვენცია; კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები; დისკრიმინაციის აკრძალვა "შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები"; გავლილი აქვს ტრენინგები - მედიაცია; სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით. 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2012-2014წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მომსახურების ცენტრის კონსულტანტი/წამყვანი სპეციალისტი; 2014-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე; 2018-2023წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: