| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2006 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მაგისტრატურა 2008 წელს; 2008-2021წწ. გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის შემდეგი ტრენინგები - მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი; ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები; ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები; 2017 წელს გაიარა ტრენინგი - პერსონალური მონაცემების დაცვა; 2017 წელს გაიარა ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია. 2017 წელს გაიარა ტრენინგი - "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის სიახლეები; 2021 წელს გაიარა ტრენინგი - ბავშვის უფლებათა კოდექსი; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2006-2007წწ. - შპს "კონსულტანტის" ადვოკატის თანამშემწე; 2007-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი; 2008-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი/თანაშემწე/მოსამართლის მწერალი თანაშემწე/მოსამართლის თანაშემწე; 2017-2018წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს რეფერენტი/თანაშემწე; 2018-2020წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2020-2023წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს თანაშემწე/მოსამართლის თანაშემწე. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

