| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სალომე ჯაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2011 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2013 წელს; 2012-2020წწ. გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის შემდეგი ტრენინგები - ლიდერობა და მენეჯმენტი; სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები; საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი; ეფექტიანი კომუნიკაცია; ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულებების გამიჯვნა; დისკრიმინაციის აკრძალვა "შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები"; საქმოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალური საკითხები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; მართლმსაჯულების სკოლა; 2019 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით; 2019 წელს გაიარა ტრენინგი - დისკრიმინაციის მიმართულების სტატისტიკის ანალიზის ფორმების შევსების შესახებ; 2020 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2020 წელს გაიარა ტრენინგი - ბავშვის უფლებათა კოდექსი; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2008-2009წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკანტი; 2009-2010წწ. - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პრაქტიკანტი; 2010-2011წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაჟიორი; 2011-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი; 2015-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ქუთაისის საქალაქო სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

