| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო სალთხუციშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2016-2020 წლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება და ტრენერთა ტრენინგი ამავე თემაზე; პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, პედაგოგიკა და ფსიქოლოგია; შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული; 2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2022 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2007 წელს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს სტაჟიორი; 2007-2008წწ. - რუსთავის რაიონული პროკურატულის სტაჟიორი და შემდეგ სპეციალისტი; 2009-2013წწ. - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2013-2015წწ. - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2015-2016წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი; 2016-2019წწ. - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე; 2019-2021წწ. - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე; 2021-2023წწ. - მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილე. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ახალქალაქოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

