| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სპარტაკ ქობულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1972 წელს. სტუდენტობის წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის პრესცენტრის ხელმძღვანელი და გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" განყოფილების შტატგარეშე გამგე, სტუდენტთა სასწავლო ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში. ამ გაზეთში განვლო მან პრაქტიკოსი ჟურნალისტის გზა: იყო კორესპონდენტი, პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე, განყოფილების გამგე, პასუხისმგებელი მდივანი. 1981 წელს დააწინაურეს გაზეთ "ქუთაისის" მთავარ რედაქტორად. 1988-1991წწ. იყო გაზეთ "სახალხო განათლების" (შემდეგ "განათლების", "ერის") მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1993 წლის დეკემბრიდან არის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე. ორი პუბლიცისტური კრებულის და 1000–ზე მეტი პრობლემური სტატიის ავტორი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.164 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

