| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით აკობიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2011 წელს და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი 2013 წელს; 2013 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა; 2013 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2019 წელს წარმატებით გაიარა 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი (ევროკავშირი საქართველოსთვის, UNDP, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო) და გადაეცა მედიატორის სერტიფიკატი; 2020 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2010-2011წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი, კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე; 2011-2012წწ. - გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში; 2012-2014წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის რეფერენტი, თავმჯდომარის მოადგილის რეფერენტი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის რეფერენტი; 2013-2014წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი; 2014-2015წწ. - "ციცინო ცხვედიანის საადვოკატო ბიურო", ადვოკატი; 2015-2023წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი; 2017-2018წწ. - საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2018-2019წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2019-2021წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მედიატორი; 2019-2021წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2021-2023წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2023 წელს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი. 2024 წლის 24 დეკემბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

