| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გარსო მამაცოვი![]()
ბიოგრაფიამუშაობდა პაპიროსის ფაბრიკაში, ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ მუშაობას და გაფიცვებს, რის გამოც გადაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა და თბილისში სხვისი პასპორტით ცხოვრობდა, მონაწილეობდა ბევრ ტერორისტულ აქტში. 1907 წელს მოკლა ძმები იმნაძეები, იმავე წელს სხვა ტერორისტებთან ერთად თავს დაესხა ერთ-ერთ შავრაზმელს. პოლიციელებმა გარსო მამაცოვი ფეხში დაჭრეს და შეიპყრეს. სამხედრო სასამართლომ მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა და 1908 წელს, "ძალიან ჩუმი კაცი, რომელიც არ გავდა ზოგიერთ ტრაბახა ტერორისტებს", მეტეხის ციხეში ჩამოახრჩვეს- ასე წერდა მის შესახებ ჟურნალი "რევოლუციის მატიანე". წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.25-26; რევოლუციის მატიანე : პარტიის ისტორიული ჟურნალი.-ტფილისი, 1924.-N 4-5 (9-10).- გვ.384
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

