| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკური სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოსაინჟიონრო ფაკულტეტი, პარალელურად დაეუფლა მიკრიბიოლოგის სპეციალობას. მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში და ინსტუტებში; მცენარეთა ბიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა ბიოტექნოლოგიის განყოფილების უფროსად. იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი, ილია მართლის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. არჩილი 1991 წლის 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის პირველი მსხვერპლი გახდა. წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ. 31
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

