| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ბალეტის არტისტის კვალიფიკაციით 1943 წელს. საქართელოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩაბმული ქართული ხალხური ცეკვის თვითმოქმედ სტუდენტურ ანსამბლში. 1946 წლიდან მან მუშაობა დაიწყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში, სადაც სრულყოფილად დაეუფლა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის რთულ ხელოვნებას. ანსამბლში მოღვაწეობის 20 წლის მანძილზე მრავალ ცეკვაში მონაწილეობდა, წარმატებით ასრულებდა სოლო პარტიებს. მისი ღვაწლი აღინიშნა ჯილდოებით, მედლებით, სიგელებით, დიპლომებით, მადლობებით. იგი 1953 წელს ბუქარესტში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობის მე-4 საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია. ანსამბლიდან წასვლის შემდეგ 1970-1979 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ცეკვის პედაგოგად. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.225-226 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

