The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამანტი ქვარცხავა

მამანტი ქვარცხავა
Date of birth:1922
Date of death:2017  (at 95 years)
Category:Mathematician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ ზუმი, ხობის რაიონი.

შვიდწლედის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად სენაკში ჩამოვიდა და პედსასწავლებელში ჩაირიცხა; 1939 წელს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

პირველი კურსი დახურა თუ არა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. უკრაინაში იხდიდა მხედრულ ვალს, მეორე მსოფლიო ომმა რომ მოუსწრო. პირველი დღეებიდან ჩაება ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1941 წელს მძიმედ დაიჭრა და ჩერნიგოვის სავადმყოფოში აღმოჩნდა, იქიდან კი ჩელიაბინსკში მიავლინეს. 1942 წლის მიწურულს უკვე ვორონეჟის მისადგომებთან, 1943 წლის იანვარში კი კურსკის მიმართულებით იბრძოდა. 1944 წლის აპრილში კარპატის მთების მისადგომებთან ბრძოლისას მეორედ დაიჭრა. ამ დროს სატანკო ნაწილის უფროსი მექანიკოსი იყო. 1945 წელს მეორე ბელორუსიის ფრონტზე გადაიყვანეს, აღმოსავლეთ პრუსიაში ქალაქ ლაიპციგის გასათავისუფლებლად იბრძოდა. ომი მდინარე ელბასთან ინგლისელებთან შეხვედრით დაამთავრა. ხუთი წლის განმავლობაში 120-ზე მეტ სატანკო იერიშში მონაწილეობდა. მიღებული აქვს პირველი ხარისხის ორდენი და 15 საბრძოლო მედალი. 1947 წელს კაპიტნის ჩინით დაბრუნდა. 1950 წელს სენაკის პარტიის რაიკომში დაიწყო მუშაობა. 1961-1963წწ. წლებში იყო სარეგიონათშორისო გაზეთ "კოლხეთის ცისკრის" მთავარი რედაქტორი. 1963 წელს ჯერ პარტიის სენაკის რაიკომის მდივანი, შემდეგ კი მეორე მდივნად აირჩიეს. მისი ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით ქალაქში რამდენიმე ხუთსართულიანი შენობა, ხოლო რაიონის მასშტაბით ახალი სკოლები და საბავშვო ბაღები აშენდა, მომრავლდა სამშენებლო ორგანიზაციები. 1971 წელს სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად დაინიშნა, სადაც განაახლა სასწავლო პროგრამები, დანერგა ახლებური სწავლის მეთოდი. რვა წლის შემდეგ სენაკის საქენერგოს გაერთიანებული პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, მერე სხვა პასუხსაგებ თანამდებობებზეც იმუშავა. 1983 წლიდან ომისა და შრომის ვეტერანთა სენაკის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.52-53

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • სენაკის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი
    წარმატებული საქმიანობისთვის
  • პოლონეთის რესპუბლიკის მედალი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
    ოდესასთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: