The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მეია მელქაძე

მეია მელქაძე
Date of birth:4 October, 1979  (46 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით 2002 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2009-2024წწ. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი: ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; საქმეთა ნაკადის მართვა და საქმისწარმოების დაჩქარება; აღკვეთის ღონისძიების შესახებ ბრძანების დასაბუთება; სასამართლო განაჩენთა და სხვა გადაწყვეტილებათა დასაბუთების შესახებ (ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში); სამართლებრივი მართლწერა; ადამიანის უფლება რეგიონალური სტანდარტი; განაჩენთა დასაბუთება; კიბერდანაშაული; ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი; საპროცესო დოკუმენტების შედგენა; სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხები; კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა ეფექტიანი განხილვა; ადამიანის უფლებათა სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში; სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული; კაზუსის ამოხსნის მეთოდოლოგია; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; სტრესის მართვა; 2017 წელს გაიარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი ორთვიანი კურსი; 2023 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2002-2003წწ. - თბილისის N 144 საშუალო სკოლის პედაგოგი; 2003-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე; 2005-2006წწ. - სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2006-2017წწ. - მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2017-2018წწ. - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის - მოსამართლის თანაშემწის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2018-2023წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მოსამართლის თანაშემწე, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2024 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


Share: