The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ფირცხალავა

გურამ ფირცხალავა
დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 2001  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მანქანათმშენებლობის სპეციალობით 1959 წელს.

მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხანაში განყოფილების უფროსად, შემდეგ ცხაკაიას ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის დირექტორად; მისი ხელმძღვანელობით აშენდა სენაკის მექანიკური ქარხანა, რომელიც საკავშირო მნიშვნელობის საწარმო იყო; 1989 წელს სენაკის ჩაის კომბინატის დირექტორად დაინიშნა; ეს საწარმო შემდეგ გახდა სააქციო საზოგადოება "არომატი"; წლების განმავლობაში რაიონის სპორტკომიტეტს მორალურად და მატერიალურადაც ეხმარებოდა. ხანძრის შემდეგ სენაკის სპორტის მუზეუმი და საჭადრაკო კლუბი ახალ შენობაში რომ გადავიდა, მათს კეთილმოწყობაში ბატონმა გურამმა, როგორც რაიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, უდიდესი წვლილი შეიტანა; 2001 წლის 28 მარტს 67 წლისა საჭადრაკო კლუბ "მხედრულში" ჭადრაკის დაფასთან უეცრად გარდაიცვალა.

წყარო:  სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. - 69-70გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: