| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ კოღუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია. დაამთავრა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1973 წელს. ორი წელი რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ ლაბინსკის სარაიონოთაშორისო პროკურატურის სტაჟიორი იყო, შემდგომ გამომძიებელი და პროკურორის მოადგილე; 1979-1980წწ. მარნეულის პროკურორი; 1981 წელს მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცკ ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად, შემდგომ განყოფილების გამგის მოადგილედ; სამი წელი საქართველოს რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე იყო სისხლის სამართლის საკითხებში; 1987 წელს საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს ბრძანებულებით იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება მიენიჭა; 1988-1991წწ. საქართველოს კომპარტიის ცხაკაიას რაიკომის პირველ მდივანად იმუშავა; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფის და კონტროლის სამმართველოს უფროსად; 1995 წელს სამეგრელოს სამხარეო პროკურორად; ორი წლის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშნეს სისხლის სამართლის საკითხებში; 2001-2004წწ. იყო რუსთავის საქალაქო პროკურორი; ერთი წელი "ქართუ ჯგუფის" კონტროლის დეპარტამენტის ეკონომიკური უსაფრთხოების და აუდიტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მშობლიურ ქალაქში პარტიულ სამუშაოზე ყოფნისას უამრავ კეთილ საქმეს ჩაუყარა საფუძველი. მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო ჯილდო. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. - 71-72გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

