| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჯავახიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა რკინიგზის საგზაო ტექნიკუმი. მუშაობდა ბუღალტრად "საქმომარაგგასაღებაში". წითელი არმიის რიგებში გაიწვიეს 1941 წლის ივნისში, მე-14 გვარდიის საარტილერიო დანაყოფში ასრულებდა ზემდეგის მოვალეობას. ეს ნაწილი მოქმედებდა ხარკოვის მიმართულებით. ვლადიმერ ჯავახიშვილმა მონაწილეობა მიიღო მთელი რიგი ქალაქების განთავისუფლებაში. 1942 წლის 20 მაისს მისი ნაწილი მოჰყვა ალყაში, ვლადიმერ ჯავახიშვილი ამ ბრძოლის დროს დაიჭრა თავში და გრძნობა დაკარგა; შემდეგ იგი ფაშისტების ტყვეობაში აღმოჩნდა. გადაიყვანეს პროსკუროვოს ტყვეთა ბანაკში, საიდანაც გააგზავნეს ფრანკფურტის ტყვეთა ბანაკში (გერმანია); შემდეგ ისევ პოლონეთში, მერე საფრანგეთში და ბოლოს იტალიაში, ქალაქ ნოვარაში. აქ სხვა ქართველებთან ერთად თავი დააღწია ფაშისტების ტყვეობას და შეუერთდა იტალიელ პარტიზანებს. ქართველ და იტალიელ პარტიზანთა ერთ-ერთი მეთაური მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ იტალიაში. წყარო: ქართველი პარტიზანები ფაშისტებისაგან იტალიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში / ნ. ჭეიშვილი.- ბათუმი, 1958.-გვ.27
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

