The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარლამ ლეკვეიშვილი

ვარლამ ლეკვეიშვილი
Date of birth:1912  (114 years)
Date of death:19??
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იანეთი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტი 1940 წელს.

1932-1933 წლებში მუშაობდა ბუღალტრად კავშირგაბმულობის სისტემაში; 1934-1936 წლებში გაიწვიეს ჯარში, სადაც დაამთავრა სანიტარული ინსტრუქტორის კურსები; პირველად მუშაობდა სანიტარულ ინსპექტორად, შემდეგ კი სამხედრო ფერშლად I ქართული მსროლელი დივიზიის ლეგიონში; 1941 წელს კვლავ გაიწვიეს ჯარში დივიზიის ფინანსისტად; 1942 წლის ივნისში მოჰყვა სევასტოპოლის ალყაში და ტყვეობაში აღმოჩნდა; ამის შემდეგ ვლადიმერ ლეკვეიშვილი იყო სიმფეროპოლის, უკრაინის და პოლონეთის ტყვეთა ბანაკებში; ბოლოს, გადაიყვანეს იტალიაში უდინოს რაიონში; ქ. პარდენონში მუშაობდა ტყვეთა ლაზარეთში ფერშლად; მან იტალიის კომუნისტური პარტიის დავალებათა შესასრულებლად დარაზმა 14 ქართველი; მათი მეშვეობით პარტიზანებმა ლაზარეთიდან გაიტანეს ქირურგიული ინსტრუმენტები, მედიკამენტები, საომარი საჭურველი და გადამალეს მთებში პიან კოვალოს რაიონში (უდინოს პროვინცია); 1944 წლის 1 მარტიდან ივნისამდე იტალიის კომპარტიის დახმარებით მან წინასწარ დაგეგმა ტყვეობიდან გაქცევის ორგანიზება. ვლადიმერ ლეკვეიშვილმა და მასთან ერთად ცხრა ქართველმა ქ. პარდენონის ლაზარეთიდან თავი დააღწიეს ტყვეობას და შეუერთდნენ ჯემონის პროვინციაში მოქმედ იტალიელ პარტიზანებს.

წყარო: ქართველი პარტიზანები ფაშისტებისაგან იტალიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში / ნ. ჭეიშვილი.- ბათუმი, 1958.-გვ.61


Share: