The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემეტრე ჯინჯოლია

დემეტრე ჯინჯოლია
Date of birth:25 August, 1992  (33 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2014 წელს და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი 2017 წელს; 2014 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2018 წლის ნოემბერში მონაწილეობდა დანაშაულის პრობლემებზე მომუშავე ევროპული კომიტეტის (CDPC) რიგით 75-ე კონფერენციაში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა); 2020 წლის ნოემბერში მონაწილეობდა ევროპის პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) რიგით მე-15 დასკვნის შემუშავებაში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა); 2022 წლის სექტემბერში მონაწილეობდა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) რიგით 27-ე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებაში (ქ. თბილისი, საქართველო); 2022 წლის დეკემბერში იყო საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი თემაზე "კორუფციით მიღებული შემოსავლის ამოღების თაობაზე ექსპერტთა საერთაშორისო ფორუმი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში" (ქ. ტაშკენტი, უზბეკეთის რესპუბლიკა, ინიციატორი - გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC); 2015-2023წწ. გაიარა შემდეგი ტრეინინგები: სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები, სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობა, ნტი-დისრკიმინაცია, აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, წინასასამართლო გამოძიება და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასიძულვილის ენასიძულვილით მოტივირებული დანაშაული, გამოკითხვის ტექნიკა; 2022-2023წწ. გაიარა ტრენერთა ტრეინინგი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე (ევროპის საბჭო); 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2015 წელს - საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორი; 2015-2016წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორი; 2016 წელს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2016-2018წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი; 2018-2023წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი; 2024 წლის დეკემბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


Share: