| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ჯაყელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შრომა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საშუალო სასწავლებელი ფარმაცევტის სპეციალობით. 1912 წლიდან მუშაობდა სოხუმის ქალაქის აფთიაქში მოწაფედ, ხოლო 1915-1917 წლებში სამხედრო დანაყოფის აფთიაქის გამგედ, 1917-1922 წლებში ოზურგეთის აფთიაქის გამგედ, 1922-1923 წლებში ბათუმის აფთიაქის რეცეპტორ-კონტროლიორად. თბილისის ფარმაცევტული კურსების დამთავრების შემდეგ, 1924 წელს მიიღო პროვიზორის თანაშემწის წოდება. 1941 წლამდე მუშაობდა ბათუმში. 1941 წლის 29 ივნისს გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. პარტიზანულ რაზმს შეუერთდა 1944 წლის 20 ივნისს. მსახურობდა ფარმაცევტად პარტიზანთა რაზმის მატეოტის ბატალიონის ჰოსპიტალში. "დისციპლინიანი და სამაგალითო ამხანაგი უსიტყვოდ ასრულებდა ყოკელგვარ ბრძანება-დავალებას. მონაწილეობდა მთელ რიგ დივერსიულ ოპერაციებში. ამით ვამოწმებთ, რომ ზემოხსენებული ამხანაგი ყოველთვის კარგად ასრულებდა თავის საქმეს, ისე, რომ დაიმსახურა დივიზიის ქება და სიყვარული. მოწმობა ეძლევა ცნობად ყველა საერთაშორისო უფროსებისათვის"- კომენდანტი ფურორე და კომისარი ბიულო. იუგოსლავიელი ხალხის განთავისუფლების ანტიფაშისტური ვეჩეს წარმომადგენლობის მიერ აკაკი ჯაყელს გადაეცა მედალი "მამაცობისათვის". წყარო: ქართველი პარტიზანები ფაშისტებისაგან იტალიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში / ნ. ჭეიშვილი.- ბათუმი, 1958.-გვ.65-67
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

