The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეონა კობიაშვილი

დაბადების თარიღი:26 მაისი, 1986  (40 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა 2017 წელს; 2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2017 წელს გაიარა სასწავლო კურსი ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში; 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.

2008 წელს - საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლო ადმინისტრირების და მენეჯმენტის პროექტის სტაჟიორი; 2008-2016წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში იურიდიული სამსახურის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის განყოფილების კონსულტანტი/წამყვანი სპეციალისტი/მთავარი სპეციალისტი; 2016 წელს - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების იურისტი; 2016-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე. 2024 წლის დეკემბრიდან - თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის მუნიციპალტეტში.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: