The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუბაზ კევლიშვილი

გუბაზ კევლიშვილი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1965
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1991  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1980-1984 წლებში სწავლობდა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკურ ტექნიკუმში.

1985 წელს მუშაობდა მეტალობაზაში ეკონომისტად. 1985–1987 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა ქ. მოსკოვში. 1988 წლის დეკემბერიდან იყო შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელი. დაიღუპა 1991 წლის 7 იანვარს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამაჩაბლოში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.231-232


გააზიარე: