The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მახარობლიძე

თამარ მახარობლიძე
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1991  (34 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა 2012 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა 2014 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა 2021 წელს; 2014-2020წწ. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში; 2015-2022წწ. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში; 2016 წელს ვიადრინა ფრანკფურტის ევროპის უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი - "ევროპული სისტემა ადამიანის უფლებათა დაცვისთვის"; 2017 წელს ტუბინგენის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონაწილეობა მიიღო ვორკშოფში "გერმანულ-ქართულ-სომხური სადოქტორო ვორკშოფი"; 2017 წელს ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი - "ლტოლვილები და მიგრანტები საერთაშორისო სამართალში"; 2019 წელს ლუნდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი "მრავალდონიანი მმართველობის პერსპექტივები, დეცენტრალიზაცია და ადამიანის უფლებები"; ჩაბარებული აქვს ადვოკატის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2015-2022წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი; 2017 წლიდან - მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2018-2020წწ. - მოწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში; 2018-2022წწ. - მოწვეული ლექტორი ალტე უნივერსიტეტში; 2022 წლიდან - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორი. 2024 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: