The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე მერაბიშვილი

ივანე მერაბიშვილი
Date of birth:1 May, 1921
Date of death:18 March, 1983  (at 61 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ცეკვას დაეუფლა თბილისის პლეხანოვის სახელობის კლუბთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში, რომელსაც ცნობილი ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი და ლოტბარი ს. გველესიანი ხელმძღვანელობდნენ. 1940 წელს იგი ქართლ-კახური სიმღერის გუნდში ჩაირიცხა მოცეკვავე-მსახიობად. მალე იგი გადავიდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში და ჯ. ბაგრატიონის ხელმძღვანელობით განაგრძო მუშაობა. 1945-1957 წლებში მუშაობდა წამყვან სოლისტად საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. იგი დაკავებული იყო ბევრ წამყვან ცეკვაში, "დარბაისლურ ქართულში", ცეცხლოვან "ფარიკაობაში", ძველთბილისურ "ბაღდადურში". მან მონაწილეობა მიიღო 1953 წელს რუმინეთში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის IV ფესტივალზე და რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდო "ვარსკვლავის" ორდენი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. იგი დაჯილდოებულია საპატიო სიგელით, მიღებული აქვს სსრკ კულტურის სამინისტროს სამი მადლობა.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.-231

Awards and Honors

  • 1953 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: