| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ბარკალაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. მუშაობა თოთხმეტი წლისამ დაიწყო. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაიწყო შრომითი საქმიანობა. სენაკში ერთ-ერთმა პირველმა გახსნა მოკრძალებული ავტოსალონი. 2005 წელს დააფუძნა კომპანია "მათემოტორსი", რომელსაც საუკეთესო ცენტრებით, კვალიფიციური გუნდითა და მენეჯმენტით ავტოსატრანსპორტო სფეროში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უკავია. ის ოცდაათ სხვადასხვა ბრენდს წარმოადგენს საქართველოში და არის მათი ოფიციალური დილერი. შექმნა უამრავი სამუშაო ადგილი, როგორც მშობლიურ ქალაქში, ისე საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონში. ბიზნესის გაფართოებასთან ერთად მისი სახსრებით ათეულობით სტუდენტმა შეძლო სპეციალობის მიღება, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს გადაუდებელი და ძვირადღირებული ოპერაციები დაუფინანსა სრულად და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაშიც დაეხმარა. მას დიდი წვლილი მიუძღვის სენაკის ეკლესიის მშენებლობაში, გაარემონტა და კეთილმოაწყო სენაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლი. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -95გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

