The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი შვანგირაძე

ირაკლი შვანგირაძე
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1987  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2008 წელს; სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა 2010 წელს; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა გამოცდა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალში, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი.

2009-2016წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე/სასამართლოს მენეჯერი/საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი; 2017-2019წწ. - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2019-2021წწ. - საადვოკატო ბიურო ვეტოს ადვოკატი; 2022-2023წწ. - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2024 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


გააზიარე: