The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია გარშაულიშვილი

მზია გარშაულიშვილი
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1983  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2015 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2018 წელს გაიარა HELP-ის დისტანციური სასწავლო კურსი - განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე.

2007-2008წწ. -  თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი; 2009-2011წწ. -  თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სასამართლო სხდომის მდივანი; 2011-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე / სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე; 2024 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


გააზიარე: