| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენრიეტა რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1942 წელს. 1942-1947წწ. მუშაობდა ქ. ფოთის საავადმყოფოში პედიატრად; 1947-1960წწ. თბილისის ბავშვთა მე-11 პოლიკნინიკა, პედიატრი; 1960-1963წწ. ნაძალადევის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილება, რაიპედიატრი; 1963-1873წწ. ბავშვთა მე-12 პოლიკნინიკის მთავარი ექიმი; 1973 წლიდან ბავშვთა N1 პოლიკნინიკის მთავარი ექიმი. ის აქტიურად თანამშრომლობდა კვალიფიკაციის ამაღლების პედიატრიის ინსტიტუტთან. მის მიერ დამუშავებული და გამოცემულ ნაშრომი "შრომის მეცნიერული ელემენტების დანერგვის გამოცდილება ბავშვთა N1 პოლიკნინიკაში", ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული იქნა სამედიცინო ქსელში გასავრცელებლად. 1994 წლიდან მუშაობდა ნაძალადევის რაიონის მედმუშაკთა გაერთიანებული პროფკომიტეტის თავმჯდომარედ. წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.39
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

