| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან კირიაკიდი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2015 წელს; 2016-2017წწ. გაიარა სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი; დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა 2017 წელს; 2018 წელს ჩააბარა გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სპეციალიზაციით; 2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სპეციალიზაციით; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2015 წელს - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორი; 2015-2020წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალიტი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2020-2021წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი/სასამართლოს მენეჯერის ფუნქციების შემსრულებელი; 2021 წელს - სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში; 2021-2023წწ. - სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს საჩივრების განხილვის განყოფილების უფროსი; 2024 წლის დეკემბრიდან - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თიანეთის მუნიციპალიტეტში. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; მცხეთის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

