| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ჭანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაკიფუ, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; ხუთი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. მუშაობა დაიწყო სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე. 1970 წელს იყო პედაგოგიური ინსტიტუტის მეცნიერული კომუნიზმის კათედრის გამგე. ცხრა წლის მერე კი პრორექტორი. 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. 1991 წელს აფხაზეთის დედაქალაქში პირველმა გახსნა კერძო უმაღლესი სასწავლებელი – ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, რომლის რექტორიც თავად გახდა. 1993 წელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და სოხუმის დაცემის შემდეგ ინსტიტუტმა საქმიანობა სენაკში განაგრძო და წლების განმავლობაში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადებას ემსახურებოდა. ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდა: მისმა დაარსებულმა დახმარების ფონდმა მრავალ სტუდენტს გაუმართა ხელი უმაღლესი განათლების მისაღებად. დაეხმარა სენაკის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ქალაქში იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მშენებლობაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1952 წელს; სადოქტორო 1970 წელს. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -98-99გვ. Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

