The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულიკო ნიკოლოზიშვილი

გულიკო ნიკოლოზიშვილი
ოფიციალური სახელი:გულნარა ნიკოლოზიშვილი
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1926  (100 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიის სამსახიობო ფაკულტეტზე, სადაც ქორეოგრაფიას დ. მაჭავარიანი ასწავლიდა. სტუდიის დამთავრების შემდეგ 1947 წელს ჩაირიცხა ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის შემადგენლობაში. 1947-1967წწ. მოღვაწეობდა ამ კოლექტივში და მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა ღონისძიებებში. 1953 წელს მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV ფესტივალში, სადაც ამ ფესტივალის ლაურეატის საპატიო წოდება დაიმსახურა. ანსაბლიდან წასვლის შემდეგ, 1968-1969წწ. ბალეტის მსაახიობად მუშაობდა ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრში; შემდგომ საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს იდეურ-ზნეობრივი აღზრდის რესპუბლიკურ სამეცნიერო–მეთოდურ კაბინეტში ქორეოგრაფიული განყოფილების მეთოდისტად.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.238-239

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის

გააზიარე: