| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან კურცხალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წელს, მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია; 2009 წელს - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა; 2010 წელს - საქართველოს პარლამენტის აპარატი, სასწავლო პრაქტიკა; 2011 წელს - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2012 წელს - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი; 2011-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2023 წელს - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2023-2024წწ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2011-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, სტაჟიორი; 2013-2017წწ. - შპს დავების განმხილველი ცენტრი, იურისტ-რეგისტრატორი; 2017-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, სხდომის მდივანი; 2018-2021წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მოსამართლის თანაშემწე; 2021-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწე. 2024 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

